ავტორიზაცია

პირს მორგანი: "ტენ ჰაგი მუხლებზე დაიჩოქებს და რონალდოს პატიებას სთხოვს"

პირს მორგანი: "ტენ ჰაგი მუხლებზე დაიჩოქებს და რონალდოს პატიებას სთხოვს"
თარიღი 18 იან 2023, 14:15
ჟურნალისტმა პირს მორგანმა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, ინგლისის ჩემპიონატში "არსენალსა" და მანჩესტერ "იუნაიტედს" შორის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, კვირას არსენალი იუნაიტედს გაანადგურებს. შემდეგ კი ამ კლუბს შევახსენებ, რომ იუნაიტედმა უარი თქვა ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს მოთამაშეზე.

როცა არსენალი პრემიერლიგას მოიგებს, იუნაიტედი კი რა თქმა უნდა ვერა, დაველოდები, როცა ერიკ ტენ ჰაგი მუხლებზე დაიჩოქებს და მე მთხოვს, რომ იქნებ, რონალდომ მას აპატიოს. ", - განაცხადა მორგანმა.

რონალდუმ მანჩესტერ "იუნაიტედი" ნოემბრის ბოლოს სკანდალით დატოვა. ის ახლახან საუდის არაბეთიდან "ალ-ნასრში" გადავიდა.