ავტორიზაცია

ლიონელ მესი მზადაა პსჟ-ში დარჩეს

ლიონელ მესი მზადაა პსჟ-ში დარჩეს
თარიღი 18 იან 2023, 16:00
"პსჟ"-ს ნახევარმცველი ლიონელ მესი მზადაა ფრანგულ გუნდში დარჩეს და თანამშრომლობა გაახანგრძლივოს. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, არგენტინელს არ მიუღია შემოთავაზება "ალ-ჰილალისგან" წელიწადში 300 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

წყაროს ცნობით, მესის მომავალი სავარაუდოდ "პსჟ"-ს უკავშირდება. უახლოეს მომავალში არგენტინელი კვლავ შეხვდება ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დეტალების განსახილველად. 

შეგახსენებთ, რომ ლიონელს გუნდთან არსებული ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება.