ავტორიზაცია

ლიონელ მესი: "ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ"

ლიონელ მესი: "ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ"
თარიღი 18 იან 2023, 20:07
არგენტინის ნაკრების და "პსჟ"-ს თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ერთი თვის შემდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ისაუბრა.

"მთელი თვე გავიდა და ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვართ. ის, რაც ჩვენ განვიცადეთ, როცა საბოლოოდ შევძელით ნანატრი თასის აღმართვა, ნამდვილი სიგიჟეა. “, - წერს მესი სოციალურ ქსელში.

არგენტინელმა თქვა, რომ ეს თვე შესანიშნავი იყო, მაგრამ მას უკვე ენატრება პარტნიორები და ნაკრებში ყოველდღიური მუშაობა.