ავტორიზაცია

როგორია კვარაცხელიას ამჟამინდელი მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა შემდეგ მატჩს?

როგორია კვარაცხელიას ამჟამინდელი მდგომარეობა და ითამაშებს თუ არა შემდეგ მატჩს?
თარიღი 18 იან 2023, 22:22
როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ სათასო მატჩი გაციების გამო გამოტოვა.

კვარაცხელია ამჟამად უკეთაა და გრიპიც მოირჩინა, თუმცა ჯერ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და დღეს ინდივიდუალურად ემზადებოდა.

21 წლის შემტევი იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

სერია ა-ს მე-19 ტურში “ნაპოლი” სტუმრად “სალერნიტანას” დაუპირისპირდება.