როგორც იქნა, შეთანხმდნენ! ბაიერნმა მანუელ ნოიერის შემცვლელის ტრანსფერზე მოილაპარაკა

„გლადბახის“ შვეიცარიელი გოლკიპერი იან ზომერი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს.
Blick-ის ინფორმაციით, ბუნდესლიგის გუნდებმა 34 წლის მეკარის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს.
ზომერი „ბაიერნთან“ 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, „ბორუსია“ კი 8 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს.
როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, საუბარია 1.5-მილიონიან ბონუსებზე.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ზომერს მანუელ ნოიერის შემცვლელად იმატებს, რომელმაც თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.