ავტორიზაცია

ანჩელოტი: "რატომ შევცვალე კამავინგა ბოლო ორ მატჩში შესვენებაზევე?"

ანჩელოტი: "რატომ შევცვალე კამავინგა ბოლო ორ მატჩში შესვენებაზევე?"
თარიღი 18 იან 2023, 23:47
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, განმარტა, თუ რატომ შეცვალა ედუარდო კამავინგა ბოლო ორ მატჩში შესვენებაზევე.

სუპერთასის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები ფრანგმა ახალგაზრდამ სასტარტოში დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გამოჩენილა. ჟურნალისტებს გაუჩნდათ კითხვები, რატომ გადაწყვიტა ასე იტალიელმა სპეციალისტმა.

„ვალენსიასთან მატჩში კამავინგა შესვენებაზე იმიტომ შევცვალე, რომ მას ყვითელი ბარათი ჰქონდა.

ბარსელონასთან კი იგივე იმიტომ გავაკეთე, რომ შეტევაში დამატებითი ფეხბურთელი მინდოდა. ედუარდო კარგად იჩენს თავს, მასში ბოლომდე დარწმუნებული ვარ.“ - აღნიშნა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.