ავტორიზაცია

VIDEO: ინტერმა სუპერთასის შეხვედრაში მილანი გაანადგურა და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა

თარიღი 19 იან 2023, 01:15
იტალიის სუპერთასის მატჩში „მილანი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართა და „ინტერის“ გამანადგურებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე დიმარკომ გახსნა, 21-ზე კი ედინ ჯეკომ სხვაობა ორამდე გაზარდა და „მილანის“ მდგომარეობა უკიდურესა დაამძიმა. პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა.

შესვენების შემდეგ „როსონერის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სიტუაციის შეცვლა სცადა და 64-ე წუთზე სამმაგ ცვლილებას მიმართა, თუმცა შედეგი ამან ვერ გამოიღო.

77-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა „მილანს“ საბოლოო და გამანადგურებელი ტყვიაც ესროლა და თავის გუნდს ხმაურიანი გამარჯვების და სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.