რას ჩურჩულებდა მესი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების მომტანი პენალტის წინ?

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პენალტების სერიის დროს: არგენტინის ნაკრებიდან მეოთხე გადამწყვეტ თერთმეტმეტრიანს გონსალო მონტიელი ასრულებდა, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პენალტი უნდა შეესრულებინა. მესი ამ მომენტს დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად უყურებდა.

გადამწყვეტ მომენტამდე რამდენიმე წამით ადრე მესიმ თქვა (ჟურნალისტი როი ნემერი, რომელიც სპეციალიზირებულია არგენტინის ნაკრების სიახლეებზე):
«Puede ser hoy abu».

ეს შემდეგნაირად ითარგმნება: "ეს შეიძლება დღეს მოხდეს, ბებია".