ავტორიზაცია

კიდევ ერთი შენაძენი! ლონდონის ჩელსიმ 40-მილიონიანი ტრანსფერი დახურა

კიდევ ერთი შენაძენი! ლონდონის ჩელსიმ 40-მილიონიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი 19 იან 2023, 22:08
„პსვ-ს“ ფეხბურთელი ნონი მადუეკე კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.

როგორც ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება, ამ კვირაში „ჩელსიმ“ „პსვ-ს“ ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და ნიდერლანდურმა კლუბმა მასზე თანხმობა განაცხადა.

ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის საფასური დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ინგლისელ შემტევს, რომელმაც ტრავმის გამო ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდი სრულად გამოტოვა, 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

გაეცანით 20 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებს: