ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარით მარსელში გადასულ მცველს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარით მარსელში გადასულ მცველს 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა
თარიღი 19 იან 2023, 22:59
„მარსელის“ მცველს ერიკ ბაილის 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ განათხოვრებულ მცველს საფრანგეთის თასის მე-15 წუთე წითელი ბარათი უჩვენეს. ბაილიმ მეტოქეს ფეხი მკერდის არეში მოარტყა.

La Provence-ს ინფორმაციით, ალმიკე ნდიას რამდენიმე ნეკნის მოტეხილობა აღმოუჩინეს, ღვიძლის დაზიანება და შიდა სისხლდენა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა მომიტეტმა ბაილის 7-მატჩით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. „მარსელში“ ეჭვობდნენ, რომ ფეხბურთელი დიდი ხნით დაისჯებოდა, მაგრამ 7-მატჩიანმა სასჯელმა მათი გაკვირვება მაინც გამოიწვია.