ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - არსენალმა 27-მილიონიანი ტრანსფერი დახურა

შეთანხმება მიღწეულია - არსენალმა 27-მილიონიანი ტრანსფერი დახურა
თარიღი 19 იან 2023, 23:02
„ბრაიტონის“ ბელგიელი შემტევი ლეანდრო ტროსარი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერის საფასურმა 21 მილიონი ფუნტი შეადგინა, კიდევ 6 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

ტროსართან კონტრაქტი „მეთოფეებმა“ 4 წლით გააფორმეს. როგორც ცნობილია, „ემირეითსზე“ გადაბარგების ხათრით მან 2 სხვა კლუბს უთხრა უარი.

მიმდინარე სეზონში ბელგიელმა პრემიერ ლიგის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგია.