ბარსელონას ზაფხულში ატლეტიკოს შემტევის შეძენა 15-20 მილიონ ევროდ შეეძლება
„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იანიკ კარასკოს შეძენის ვარიანტს არ გამორიცხავს.
ESPN-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა მემფის დეპაის ტრანსფერში ჩართეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის ზაფხულში, ბელგიელი კარასკოს 15-20 მილიონ ევროდ შეძენა შეეძლებოდა.
საბოლოოდ, ამის ხარჯზე „ბლაუგრანას“ დეპაიზე მოუწია ფასის დაკლება და „ატლეტიკოს“ მემფისი 3-5 მილიონ ევროდ ერგო.
ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში „ბარსა“ კარასკოს აუცილებლად დაიმატებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, კლუბს ამის გაკეთების შესაძლებლობა ზემოთხსენებული თანხის სანაცვლოდ ექნება.