ავტორიზაცია

ტუხელი პრიორიტეტი არ არის - ვის უმიზნებს ტოტენჰემი კონტეს გაშვების შემთხვევაში?

ტუხელი პრიორიტეტი არ არის - ვის უმიზნებს ტოტენჰემი კონტეს გაშვების შემთხვევაში?
თარიღი 19 იან 2023, 23:43
ანტონიო კონტეს გაშვების შემთხვევაში, თომას ტუხელი, ჭორების მიუხედავად, „ტოტენჰემის“ პრიორიტეტი არ იქნება.

ჟურნალისტის ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, თუ ანტონიო კონტეს თანამდებობას დაატოვებინებენ, „ტოტენჰემის“ პრიორიტეტებში სხვა მწვრთნელები იქნებიან, მათ შორის - მაურისიო პოჩეტინო.

კონტეს ხელმძღვანელობით ამჟამად „დეზები“ მე-5 ადგილს იკავებენ და 19 მატჩში 33 ქულა აქვთ მოპოვებული.

თავად ტუხელი, თუ მას „ტოტენჰემიდან“ დაურეკავენ, მზად არის გუნდში დაინიშნოს.