ავტორიზაცია

VIDEO: ლევანდოვსკის მორიგი დუბლი - ბარსელონა კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გავიდა

თარიღი 20 იან 2023, 00:55
ესპანეთის თასის მერვედფინალში „ბარსელონამ“ აუთსაიდერი „სეუტა" გაანადგურა.

შეხვედრა ესტადიო მუნიციპალ ალფონსო მურუბეზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

დუბლით თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა, თითო გოლი კი რაფინიამ, ფატიმ და კესიმ გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ მეოთხედფინალში გაინაღდა ადგილი, სადაც თავისი მეტოქის ვინაობას კენჭისყრის შედეგად შეიტყობს.