ავტორიზაცია

VIDEO: ნამდვილი დრამა და რეალის მორიგი ქამბექი! ანჩელოტის გუნდმა მატჩი 0:2-დან დაატრიალა და მეოთხედფინალში გავიდა

თარიღი 20 იან 2023, 01:59
კოპა დელ რეის ბოლო მერვედფინალში „ვილიარეალმა“ და მადრიდის „რეალმა“ ნამდვილი დრამა დადგეს.

შეხვედრა ესტადიო დე ლა სერამიკაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ეტიენ კაპუს და ჩუკვუეზეს გოლებით კიკე სეტიენის გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა შესვენების შემდეგ მადრიდელებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზეც გააღწიეს.

„რეალის“ რიგებში თავი ვინისიუსმა (57), მილიტაომ (69) და დანი სებალიოსმა (86) გამოიჩინეს და კარლო ანჩელოტის გუნდისგან მორიგი ბრწყინვალე ქამბექი ვიხილეთ.

შემდეგი ეტაპის მეტოქეს „რეალი“ უკვე დღეს, 20 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე კენჭისყრის შედეგად შეიტყობს. არ არის გამორიცხული, მეოთხედფინალშივე კლასიკო ვიხილოთ.