ავტორიზაცია

VIDEO: 0:2-დან დატრიალებული მატჩი და უხვგოლიანი სანახაობა ეტიჰადზე! სიტიმ ტოტენჰემს მოუგო და არსენალთან სხვაობა შეამცირა

თარიღი 20 იან 2023, 02:05
პრემიერ ლიგის მე-7 ტურის გადადებულ მატჩში „მან სიტიმ“ „ტოტენჰემი“ უხვგოლიან მატჩში დაამარცხა.

შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

პირველი ტაიმის შემდეგ კონტეს გუნდი კულუშევსკის და ემერსონის გოლებით სენსაციურად 2:0-ს იგებდა, თუმცა შესვენების მერე მალევე გვარდიოლას ბიჭებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს.

51-ზე ალვარესმა, 53-ზე ჰოლანდმა და 63-ზე მაჰრეზმა „სიტი“ მალევე წინ გაიყვანეს, 90-ზე კი ალჟირელმა შემტევმა დუბლი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.

ამ გამარჯვებით „სიტიმ“ „არსენალთან“ სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა არტეტას გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, „ტოტენჰემი“ კი 20 მატჩის შემდეგ 33 ქულით მე-5 ადგილზეა და ოთხეულს უკვე მთელი 5 ქულით ჩამორჩება. თანაც ისე, რომ მეოთხეადგილოსან „ნიუკასლს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.