ავტორიზაცია

ოფიციალურად: კვარაცხელია ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს

ოფიციალურად: კვარაცხელია ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს
თარიღი 20 იან 2023, 15:57
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს.

ინფორმაცია "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

მოგეხსენებათ, გაციების გამო, კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად უკვე რამდენიმე დღეა ვერ ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის შემდეგ ტურში ნეაპოლელები "სალამინტარას" დაუპირისპირდებიან.