ავტორიზაცია

"ახლა, უკან ვიხედები და ჩემ თავს კითხვას ვუსვამ", - ლინგარდმა ალკოდამოკიდებულება აღიარა

"ახლა, უკან ვიხედები და ჩემ თავს კითხვას ვუსვამ", - ლინგარდმა ალკოდამოკიდებულება აღიარა
თარიღი 20 იან 2023, 16:39
„მან იუნაიტედის" აღზრდილმა შემტევმა, ჯესი ლინგარდმა, რომელიც ამჟამად „ნოტინგემ ფორესტში" თამაშობს, ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

„ძილის წინ ვსვამდი. ახლა, უკან ვიხედები და ვეკითხები ჩემ თავს: "რატომ ვაკეთებდი ამას?" მაშინ რაღაც მჭირდებოდა, რაც ტკივილს გამიყუჩებდა და დამამშვიდებდა.

თუმცა, ალკოჰოლისგან მხოლოდ უარესი ხდებოდა. მაშინ ისეთი რაღაცების გადატანა მიწევდა, რის წარმოდგენაც კი არ გაქვთ.

მეგონა, რომ მხრებზე ამ სამყაროს მთელი სიმძიმე მაწვებოდა." - აღნიშნა ლინგარდმა.