მორგანი: "სულაც არ ჰგავს, რომ რონალდუ საუდის არაბეთში ფულის საკეთებლად წავიდა"
სკანდალურმა ჟურნალისტმა და რონალდუს დიდმა გულშემატკივარმა, პირს მორგანმა, პორტუგალიელის საუდის არაბეთში გამართული დებიუტის და „პსჟ-ს" კარში დუბლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
მორგანის აზრით, ამ მატჩში სულაც არ ჰგავდა, რომ რონალდუ არაბეთში ფულის საშოვნელად წავიდა.
„მჯერა, რომ რონალდუ უფრო რეკორდებსა და მემკვიდრეობაზე ფიქრობდა, ვიდრე ფულზე. მას უკვე აქვს ნახევარი მილიარდი ფუნტი. არ მგონია, საუდის არაბეთში ის ფულის გამო წასულიყო." - აღნიშნა მორგანმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ „ალ ნასრთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მის მიხედვით ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.