ავტორიზაცია

ოფიციალურად: მემფის დეპაი ატლეტიკოს ფეხბურთელია

ოფიციალურად: მემფის დეპაი ატლეტიკოს ფეხბურთელია
თარიღი 20 იან 2023, 17:57
„ბარსელონამ" და მადრიდის „ატლეტიკომ" მემფის დეპაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი „ბარსადან" კარიერას „ატლეტიკოში" გააგრძელებს, რომელსაც მისი ტრანსფერი 3/4 მილიონი ევრო დაუჯდა.

კატალონიური კლუბი იმასაც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის კონტრაქტში ასევე ჩაიდო პუნქტი იანიკ კარასკოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით - „ბარსას" სურვილის შემთხვევაში ბელგიელის შეძენა ზაფხულში 15-20 მილიონ ევროდ შეეძლება.

დეპაი „ბარსელონას" 2021 წლის ზაფხულში „ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 42 მატჩში 12 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.