ავტორიზაცია

კიდევ ერთი ტრანსფერი: გაგრამ გამოცდილი მცველი დაიმატა

კიდევ ერთი ტრანსფერი: გაგრამ გამოცდილი მცველი დაიმატა
თარიღი 21 იან 2023, 00:16
რამდენიმე დღის წინ, "გაგრას" სატრანსფერო სიახლეებისა და კლუბის სამომავლო გეგმებზე გაუწყეთ.

გაგრელებმა ქობულეთის "შუქურას" ორი ფეხბურთელი, ზურაბ მუსელიანი და კახაბერ კაკაშვილი დაიმატეს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, "გაგრამ" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა გადაიყვანა.

ბოლო 4 სეზონი კაკუბავა "საბურთალოში" თამაშობდა. ცოტა ხნის წინ, მის "სამგურალში" გადასვლაზეც დავწერეთ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ახალი სეზონიდან კაკუბავა "გაგრაში" ითამაშებს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი