BREAKING: იუვენტუსს ცხრილში 15 ქულა დააკლეს, გუნდი მე-10 ადგილზე ჩამოქვეითდა
ფინანსურ მაქინაციებში გარეულობის გამო, „იუვენტუსს“ სერია ა-ს ცხრილში 15 ქულა ჩამოაჭრეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ პროკურორის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც კაპიტალის ფიკტიური ზრდისთვის „იუვენტუსის“ დასჯას ითხოვდა. მეტიც, პროკურორის თხოვნა იყო 9 ქულის დაკლება, სასამართლომ კი 15-ს დაკლების გადაწყვეტილება მიიღო.
ამავე საქმეზე განიხილებოდა სხვა კლუბების დასჯაც, თუმცა „იუვენტუსის“ გარდა სასამართლომ ყველა გაამართლა.
ამ 15 ქულის დაკლების გამო „ბიანკონერი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.