ავტორიზაცია

ანრი მზად არის პორტუგალიის ნაკრებში იმუშაოს

ანრი მზად არის პორტუგალიის ნაკრებში იმუშაოს
თარიღი 21 Jan 2023, 13:24
ფრანგმა სპეციალისტმა ტიერი ანრიმ, რომელიც ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, პორტუგალიის ნაკრებში შესაძლო გადასვლის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

ცოტა ხნის წინ პორტუგალიის ნაკრებს სათავეში "წითელი ეშმაკების" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ხელმძღვანელობდა.

"რობერტოსთან მუშაობა პორტუგალიის ნაკრებში? თუ საშუალება მომეცემა, განვიხილავ ასეთ ვარიანტს. თუ ახლა გჭირდებათ კონკრეტული პასუხი, მაშინ მე მზად ვარ. “, - თქვა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ანრის საკლუბო დონეზე მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ფრანგი სპეციალისტი "მონაკოსა" და "მონრეალს" წვრთნიდა.