ავტორიზაცია

სატრანსფერო პოლიტიკაც ასეთი უნდა - ტორპედო აკეთებს იმას, რაც ქართულ ფეხბურთში არასდროს მომხდარა

სატრანსფერო პოლიტიკაც ასეთი უნდა - ტორპედო აკეთებს იმას, რაც ქართულ ფეხბურთში არასდროს მომხდარა
თარიღი 21 იან 2023, 15:05
ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ბოლო წლებში გუნდს რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა გასული სეზონი საქართველოს თასის მოგებით დაასრულეს და ახალ წელს ახალი მიზნებით ხვდებიან.

თუ აქამდე "ფლამენგოს" ან სხვა ბრაზილიური კლუბის ტალანტი მადრიდის "რეალში", "ბარსელონაში" ან თუნდაც დონეცკის "შახტარში" მიდიოდა, დღეს ვნახულობთ, რომ ასეთი კალიბრის ფეხბურთელი ქართულმა კლუბმა - "ტორპედომ" დაიმატა.

ყველაფერი მაინც საქმეში გამოჩნდება და ტრანსფერის სარფიანობას ფეხბურთელის თამაში გვაჩვენებს, მაგრამ 19 წლის ფეხბურთელს კაიკე დავიდ პერეირას "ფლამენგოს" ძირითად გუნდში აქვს ნათამაშები, ნოემბრის თვეში შეცვლაზე არტურო ვიდალის ნაცვლად შევიდა და ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელიც იყო, რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

მსგავსი სატრანსფერო პოლიტიკა კი ქართულ კლუბებში არასდროს ყოფილა. წლების შემდეგ, კლუბმა შესაძლოა ამ ტრანსფერებით დიდი მოგება ნახოს. 18 წლის ბრაზილიელი ტალანტი, რომელმაც თუ თავი კარგად წარმოაჩინა, "ტორპედო" მინიმუმ 5-ჯერ მეტ ფასად გაყიდის.





იმერული კლუბის ეს ტრანსფერი ქართველ გულშემატკივრებსაც გაუკვითდათ, რადგან ყველა მიჩვეულია, რომ ქართულ კლუბებს ძირითადად ისეთი ლეგიონერები ჩამოყავთ, რომლებსაც 2-3 წელი არ უთამაშიათ, შედარებით ასაკში არიან ან დაბალი სათამაშო დონე აქვთ და აქაც სათადარიგო სკამზე ჯდომა უწევთ.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედომ" კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიმატა. 18 წლის მაკედონიელი დაშმირ ელეზი, რომელსაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და მაკედონიის ჩემპიონია. ესეც საინტერესო ტრანსფერია, რადგან მაკედონიიდან ტალანტები ძირითადად ხორვატულ, ავსტრიულ ან შვეიცარულ გრანდებში მიდიან ხოლმე.

ფაქტია, ამ მხრივ კახა ჩხეტიანის "ტორპედო" კლუბის სპონსორთან და ხელმძღვანელობასთან ერთად კარგად მუშაობს და აქვს გრძელვადიანი, მიზანმიმართული გეგმა. წელს მათი მიზანი ჩემპიონობაა და ამის ყველანაირი რესურსი აქვთ.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი