ავტორიზაცია

ტრანსფერი დაიხურა: ყაზახეთში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

ტრანსფერი დაიხურა: ყაზახეთში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს
თარიღი 21 იან 2023, 15:18
ყაზახეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, რაზეც კლუბი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ანტონ თოლორდავა კარიერას ყარაღანდის "შახტიორში" გააგრძელებს. ქართველმა მცველმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

თოლორდავას ყველაზე კარგი პერიოდში "თელავში" ჰქონდა, ბოლოს კი სერბეთში თამაშობდა, ამჟამად ის ახალ გუნდთან ერთად თურქულ შეკრებას გადის.

ყაზახეთის ჩემპიონატის გასული სეზონი "შახტიორმა" 32 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი