ავტორიზაცია

"საკმაოდ თავხედი ქალები VIP ზონაში ჩემს ქმართან მიდიან"- დანი ალვეში მეუღლემ დაიცვა

"საკმაოდ თავხედი ქალები VIP ზონაში ჩემს ქმართან მიდიან"- დანი ალვეში მეუღლემ დაიცვა
თარიღი 21 იან 2023, 16:41
ესპანელმა სუპერმოდელმა და დანი ალვეშის მეუღლემ ჯოანა სანციმ ქმრის მიმართ წაყენებულ ბრაზლდებაზე ისაუბრა. "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს ყოფილი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.

სანცის სიტყვებს Diario AS-ი ციტირებს:

”მე ვიცნობ ჩემს ქმარს. მაშინაც კი, როცა გამიცნო, ჩემს მიმართ არავითარი უპატივცემულობა არ გამოუჩენია. ბევრჯერ მინახავს, რომ საკმაოდ თავხედი ქალები VIP ზონაში ჩემს ქმართან მიდიან და ჩემ თვალწინ ცდილობენ მის მოხიბლვას".

ჯოანა პოპულარული ესპანელი მოდელია, რომელსაც თითქმის მილიონი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში.

სავარაუდო მსხვერპლის თქმით, 2022 წლის 30 დეკემბერს ალვეშმა ბარსელონას ღამის კლუბში მას შეურაცხყოფა მიაყენა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ახლა სასამართლოს მოლოდინშია.