ავტორიზაცია

მოლაპარაკებები მიმდინარეობს: ზივზივაძე ქართველებთან ერთად ექტრაკლასაში ითამაშებს?

მოლაპარაკებები მიმდინარეობს: ზივზივაძე ქართველებთან ერთად ექტრაკლასაში ითამაშებს?
თარიღი 21 იან 2023, 19:42
პოლონური გამოცემის mkszaglebie-ს ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძის შესაძენად "ზაგლებიე" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე და თორნიკე გაფრინდაშვილი თამაშობს.

ზივზივაძე "ფეჰერვართან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და უნგრული გუნდი თანახმა უნდა იყოს ფეხბურთსლის თუნდაც მიზერულ თანხად გაყიდოს.

28 წლის ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

"ზაგლებიე" პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე გათამაშებაში 17 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან ერთი ქულა აშორებს.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი