ავტორიზაცია

"კვარაცხელიამ ნაპოლისთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და არც სჭირდება!" - ნაპოლის დირექტორის კომენტარი

"კვარაცხელიამ ნაპოლისთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და არც სჭირდება!" - ნაპოლის დირექტორის კომენტარი
თარიღი 21 იან 2023, 22:03
ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯინტოლიმ გააკეთა.

"კვარაცხელია? ის კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და არც სჭირდება, რადგან ისედაც გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს.

სიმართლე გითხრათ, ამაზე არც ვფიქრობთ. ჩვენი მთავარი საფიქრალი კლუბის წარმატებაა", - განაცხადა ჯინტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.