ავტორიზაცია

კლოპის წლევანდელმა ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ბრენდან როჯერსის შემდეგ ყველაზე სუსტი შედეგი დააფიქსირა

კლოპის წლევანდელმა ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ბრენდან როჯერსის შემდეგ ყველაზე სუსტი შედეგი დააფიქსირა
თარიღი 21 იან 2023, 22:57
პრემიერ ლიგის 19 ტურის შემდეგ „ლივერპულმა“ 29 ქულის დაგროვება მოახერხა.

შაბათს იურგენ კლოპის გუნდი „ჩელსის“ საშინაო შეხვედრაში დაუზავდა (0:0).

მერსისაიდელებისთვის 19 ტურში 29 ქულა - 2014/15-წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ, გუნდმა, რომელსაც ბრენდან როჯერსი წვრთნიდა, 19 მატჩში 28 ქულა დააგროვა.

ამ მომენტისათვის „ლივერპული“ ჩემპიონატში მე-8 ადგილს იკავებს.