ავტორიზაცია

ცნობილია დეტალები, როგორ გაატარა დანი ალვეშმა ციხეში თავისი პირველი ღამე

ცნობილია დეტალები, როგორ გაატარა დანი ალვეშმა ციხეში თავისი პირველი ღამე
თარიღი 21 იან 2023, 22:59
ცნობილი გახდა დეტალები, როგორ გაატარა დანი ალვეშმა ციხეში პირველი ღამე.

როგორც La Vanguardia იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელი უკიდურესად განადგურებული და სასოწარკვეთილი იყო.

ალვეში პრაქტიკულად არაფერს ჭამდა და არ ლაპარაკობდა, მაგრამ პერსონალის მიმართ ძალიან პატივისცემით იქცეოდა.

გარდა ამისა, ბრაზილიელმა ვერცერთი ადამიანის ტელეფონის ნომერი ვერ გაიხსენა, ამიტომ არავისთვის არ დაურეკავს.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ მას გირაოს შემოტანის უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა, რადგან მიიჩნია, რომ ფეხბურთელს თავის დასაძვრენად საკმარისზე მეტი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია.