VIDEO: სრული სვლით ჩემპიონობისკენ - ნაპოლიმ დაგეგმილი სამი ქულა კვარას გარეშეც აიღო
სერია ა-ს მე-19 ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სალერნიტანა“ დაამარცხა.
შეხვედრა „სტადიო არეკიზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
აღნიშნული მატჩი გუნდის ქართველმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ტრავმის გამო გამოტოვა.
კვარას არყოფნაში მეგოლეებად გუნდის კაპიტანი დი ლორენცო და ტრადიციულად ვიქტორ ოსიმენი გამოდგნენ, რომლებმაც „ნაპოლის“ მორიგი და დამსახურებული სამი ქულა მოუტანეს.
ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ 50 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „მილანს“ უკვე 12 ქულით უსწრებს, თუმცა „როსონერის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.