ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი გარნაჩოს რეკორდულ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედი გარნაჩოს რეკორდულ კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 21 იან 2023, 23:41
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელი ალეხანდრო გარნაჩო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაოარაკებებს აგრძელებს.

18 წლის ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებზე" იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შესაძლოა კლუბმა რვაწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რაც "იუნაიტედს" რეკორდია.

თუმცა, Mirror-ის ცნობით, ყველაფერი არც ისე მარტივია: არგენტინელი ურჩევნია ოთხწლიანი კონტრაქტი და ასევე არ ეთანხმება შემოთავაზებულ ფინანსურ პირობებს.

ალეხანდრო გარნაჩოს ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების რვა მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.