ავტორიზაცია

ამჯერად განელი ნახევარმცველი: სამგურალმა კიდევ ერთი ტრანსფერი გამოაცხადა

ამჯერად განელი ნახევარმცველი: სამგურალმა კიდევ ერთი ტრანსფერი გამოაცხადა
თარიღი 22 იან 2023, 12:51
23 წლიზ განელი ნახევარმცველი ჯუდ არტური წყალტუბოს "სამგუდალში" ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაციას "სამგურალის" ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. 

აფრიკელი ფეხბურთელი განური "ლიბერთის" აღზრდილია და ბოლო წლების განმავლობაში ფინეთის ჩემპიონატში გამოდიოდა.

არტურმა 2022 წლის ვეიკაუს ლიგაში "ჰაკას" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის ამ გუნდში იჯარის წესით კიდევ ერთი ფინური გუნდიდან "სიკიდან" თამაშობდა.