ავტორიზაცია

იუვენტუსის შემდეგ, იტალიაში ქულებს ნაპოლისაც დააკლებენ?

იუვენტუსის შემდეგ, იტალიაში ქულებს ნაპოლისაც დააკლებენ?
თარიღი 22 Jan 2023, 14:56
რამდენიმე დღის წინ, ტურინის "იუვენტუსს" ყალბი ფინანსური აღრიცხვების გამო 15 ქულა დააკლეს და გუნდი საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მსგავსი პრობლემის წინაშე "ნაპოლიც" აღმოჩნდეს.

საქმე ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს ეხება, რომელიც "ნაპოლიმ" "ლილიდან" იყიდა.

იტალიაში ეჭვობენ, რომ ამ ტრანსფერის ფინანსები სუფთად არ არის გაწერილი და ფინანსური ხარჯთაღრიცხვრა უკვე მოითხოვეს. 

გამოძიება უკვე დაწყებულია და თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოსიმენის ტრანსფერშიც ფინანსური მაქინაციები აღმოაჩინა, სერია ა-ში "ნაპოლისაც" ქულები დააკლდება.

არადა, ლუჩიანო სპალეტის გუნდს 19 ტურის შემდეგ 50 ქულა აქვს და ჩემპიონობას ყოველი ტურის შემდეგ უახლოვდება.