ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი თრილერი და გამარჯვება ბოლო წუთებზე - არსენალმა მანჩესტერს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო

თარიღი 22 იან 2023, 22:30
პრემიერ ლიგის 21-ე ტურში „არსენალმა“ და „მან იუნაიტედმა“ ნამდვილი თრილერი მოაწყვეს.

შეხვედრა „ემირეითსზე“ გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ანგარიში მე-17 წუთზე მარკუს რაშფორდმა გახსნა, 24-ზე ნკეტიამ წონასწორობა აღადგინა და ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

53-ე წუთზე ბუკაიო საკამ „არსენალი“ ულამაზესი გოლით წინ გაიყვანა, თუმცა 59-ზე ლისანდრო მარტინესმა ანგარიში მეორედაც გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი კი „არსენალმა“ 90-ე წუთზე გაიტანა, დუბლით თავის გამოჩენა ნკეტიამ მოახერხა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

„არსენალმა“ 50 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „მან სიტის“ უკვე 5 ქულით უსწრებს ისე, რომ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.