ავტორიზაცია

"ხელშეუხებლები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ ითამაშებენ", - ანჩელოტი რეალის ვეტერანებზე

"ხელშეუხებლები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ ითამაშებენ", - ანჩელოტი რეალის ვეტერანებზე
თარიღი 22 იან 2023, 22:53
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის ვეტერანებზე, ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროოსზე ისაუბრა.

„ეს შემადგენლობა ხელშეუხებელია. არამარტო კროოსი და მოდრიჩი, არამედ სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ცვლილებაზე შემოდიან, მაგალითად როგორც სებალიოსი და ასენსიო „ვილიარეალთან“ მატჩში.

მოდრიჩი და კროოსი ხელშეუხებლები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ყველა მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.

ამ ფეხბურთელებმა დაწერეს, წერენ და გააგრძელებენ „რეალის“ ისტორიის წერას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მატჩში სასტარტოში უნდა იყვნენ.“ - დასძინა იტალიელმა.

ცნობისთვის, ორივე ამ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით მათი მომავალი გადაწყვეტილი არ არის.