ავტორიზაცია

ისტორიაში მხოლოდ მეხუთე შემთხვევა - არსენალმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

ისტორიაში მხოლოდ მეხუთე შემთხვევა - არსენალმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა
თარიღი 22 Jan 2023, 22:57
„არსენალი“ გახდა მეოთხე კლუბი, რომელმაც პრემიერ ლიგის შუაში 50 ქულის მოპოვება მოახერხა.

მიკელ არტეტას გუნდმა „მან იუნაიტედს“ უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 მოუგო.

19 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ლონდონელები 50 ქულით ცხრილს ლიდერობენ და „მან სიტის“ 5 ქულით უსწრებენ, რომელსაც 20 მატჩი აქვს გამართული.

ისტორიაში მხოლოდ მეხუთედ მოხდა შემთხვევა, როცა გუნდმა 38-მატჩისგან შემდგარი სეზონის ნახევარში 50 ან მეტი ქულის მოპოვება მოახერხა.

„მან სიტი“ (2017/18) და „ლივერპული“ (2019/20) – 55 ქულა

„ჩლსი“ (2005/06) – 52 ქულა

„ლივერპული“ (2018/19) – 51 ქულა

„არსენალი“ (2022/23) – 50 ქულა