ავტორიზაცია

15 ქულის დაკლების შემდეგ, იუვენტუსის გულშემატკივრები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრნენ

15 ქულის დაკლების შემდეგ, იუვენტუსის გულშემატკივრები იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრნენ
თარიღი 22 იან 2023, 23:17
„იუვენტუსის“ გულშემატკივრებმა 15 ქულის დაკლების გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მუქარები გაუგზავნეს.

ტურინული კლუბი ფინანსურ მაქინაციებში გარეულობის გამო დაისაჯა და მესამედან მეათე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, „იუვეს“ ქომაგებმა გაბრიელე გრავინას და მის მეუღლე ფრანსისკა იბარას სოციალურ ქსელში სიკვდილის მუქარები გაუგზავნეს.

კომპეტენტურმა ორგანოებმა ამ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდეს და გამოძიება დაიწყეს, რათა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მუქარას ახორციელებდა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსის" დასჯის შემდეგ, ფედერაციამ გამოძიება „ნაპოლის" საქმეზეც აქტიურად დაიწყო.