ავტორიზაცია

ყვეელაფერი რიგზეა: როდის განაახლებს ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს?

ყვეელაფერი რიგზეა: როდის განაახლებს ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს?
თარიღი 22 იან 2023, 23:59
"ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ერთად უკვე თითქმის ერთი კვირაა არ უვარჯიშია და 2 მატჩიც გამოტოვა, მიზეზი გაციებაა.

თუმცა ამჟამად, კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და დღესვე მზადაა, რომ გუნდურ ვარჯიშში ჩაერთოს.

ლუჩიანო სპალეტიმ, "სალერნიტანასთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" ფეხბურთელებს 2-დღიანი დასვენება მისცა.

შესაბამისად, ნეაპოლელები აქტიურ ვარჯიშებს 24 იანვრიდან განაახლებენ, სადაც მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის შემდეგ ტურს "ნაპოლი" 29 იანვარს გამართავს და "რომას" დაუპირისპირდება.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი