რთული მატჩი და მნიშვნელივანი სამი ქულა - რეალმა სან მამესზე იმარჯვა
ლა ლიგის მე-18 ტურში „რეალმა“ სტუმრად „ბილბაო“ დაამარცხა.
შეხვედრა „სან მამესზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ანგარიშის მიუხედავად, „რეალისთვის“ აღნიშნული შეხვედრა უკიდურესად მძიმე გამოვიდა - 24-ე წუთზე ბენზემამ გუნდი დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა და ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ანჩელოტის შეგირდები რამდენჯერმე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.
თუმცა, 90-ე წუთზე ტონი კროოსმა თავის სტილში გაიტანა და მადრიდელთათვის სიტუაცია დაამშვიდა.
„რეალმა“ 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში „ბარსელონასთან“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, „ბილბაომ“ კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და 26 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება.