ავტორიზაცია

VIDEO: პირველი მატჩი ქულების ჩამოკლების შემდეგ - იუვენტუსმა უხვგოლიანი თრილერი ვერ მოიგო

თარიღი 23 იან 2023, 01:59
სერია ა-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ და „ატალანტამ“ უხვგოლიანი თრილერი მოაწყვეს.

შეხვედრა „იუვენტუს სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.

მე-4 წუთზე ლუკმანმა ბერგამოელები დააწინაურა, თუმცა 25-ზე დი მარიამ და 34-ზე მილიკმა „იუვეს“ პირველი ტაიმი მოაგებინეს.

46-ზე მაელემ და ლუკმანმა 53-ზე „ატალანტასთვის“ მატჩი თავდაყირა დააყენეს და გუნდი კვლავ წინ გავიდა, თუმცა 65-ზე დანილომ დი მარიას პასით ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

19 ტურის შემდეგ „იუვენტუსს“ 23 ქულა აქვს (15 ფედერაციამ ჩამოაკლო) და მე-9 პოზიციას იკავებს, „ატალანტა“ კი 35 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ოთხეულისთვის იბრძვის.