ავტორიზაცია

მორგანი იუნაიტედს დასცინის: "ასე ხდება, როცა გუნდში ამპარტავანი მწვრთნელი მოგყავს"

მორგანი იუნაიტედს დასცინის: "ასე ხდება, როცა გუნდში ამპარტავანი მწვრთნელი მოგყავს"
თარიღი 23 იან 2023, 13:18
გუშინ, პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "არსენალმა" "მან იუნაიტედს“ უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის მატჩის შემდეგ პირს მორგანმა პოსტი გამოაქვეყნა. რომელმაც კვლავ “იუნაიტედს” დასცინა.

“ვულოცავ მანჩესტერ იუნაიტედს. ასე ხდება, როცა გუნდში ამპარტავანი მწვრთნელი მოგყავს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს უპატივცემულოდ ეპყრობა და მას ანაცვლებ ვიღაცით, რომლის სახელი არასდროს მსმენია. მისი გვარი ავსტრიული ძეხვის სახელს ჰგავს. ",- წერს პირს მორგანი სოციალურ ქსელში.