ბათუმის დინამო თურქულ შეკრებაზე კოსოვოს ჩემპიონატის აუტსაიდერთან დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე მყოფი ბათუმის "დინამო" მორიგ ამხანაგურ მატჩში კოსოვოს ჩემპიონატის წარმომადგენელ "მალიშევასთან" (0:1) დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ აჭარუა გუნდმა თურქულ შეკრების პირველ მატჩში "ვიძევ ლოძთან" 4:2 წააგო.
"მალიშევა" კოსოვოს ჩემპიონატში 19 ქულით მე-8 ადგილზეა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 26 იანვარს ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" დაუპირისპირდება.