ავტორიზაცია

ნაპოლის საქმე არც ისე ცუდადაა: ნეაპოლის პროკურატურამ ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სამუშაოდ 6 თვე მოითხოვა

ნაპოლის საქმე არც ისე ცუდადაა: ნეაპოლის პროკურატურამ ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სამუშაოდ 6 თვე მოითხოვა
თარიღი 23 იან 2023, 20:51
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნეაპოლის პროკურატურამ ვიქტორ ოსიმენის საქმეზე სამუშაოდ 6 თვე მოითხოვა. 

Il Mattino-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე კინე "ლილიდან“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის დოკუმენტებით დაინტერესდა, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ნეაპოლურმა კლუბმა წესების დარღვევით იმოქმედა.

ამის გამო, ნეაპოლის პროკურატურას კლუბიდან დოკუმენტაციის ამოღება მოსთხოვა, თუმცა ნეაპოლში 6 თვიანი ვადა ითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის“ შემთხვევაში ეჭვი მხოლოდ ოსიმენის საქმეზე არსებობს, როცა "იუვენტუსი“ 22 ტრანსფერის გამო დასაჯეს.