ავტორიზაცია

ტერ შტეგენმა ამ სეზონში დარტყმების 84.6% მოიგერია, რითაც ევროპაში საუკეთესოა

ტერ შტეგენმა ამ სეზონში დარტყმების 84.6% მოიგერია, რითაც ევროპაში საუკეთესოა
თარიღი 23 იან 2023, 23:34
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში მოგერიებული ბურთების პროცენტულობით ლიდერობს.

გერმანელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ზუსტი დარტმყების 84.6% მოიგერია.

ასევე, ხუთეულში მოხვდნენ იევან დუიფი (რეიმსი, 83.9%), ნიკ პოუპი (ნიუკასლი, 82.3%), ხერომინო რული (ვილიარეალი, 82.1%, იანვარში აიაქსში გადავიდა) და კეპა არისაბალაგა (82%)

უნდა აღინიშნოს, რომ გათვალისწინებული იყო მხოლოდ ის გოლკიპერები, რომლებმაც ამ სეზონში მინიმუმ 25 სეივი მიითვალეს.

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში ამ დრომდე გამართული 17 მატჩიდან 13-ში კარი მშრალად შეინახა და სულ 6 გოლი გაუშვა, რაც ტოპ-ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.