ავტორიზაცია

ლეო მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა - კატალონიელი ჟურნალისტი

ლეო მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაიფიქრა - კატალონიელი ჟურნალისტი
თარიღი 23 იან 2023, 23:42
ლეო მესიმ სეზონის ბოლოს შესაძლოა „პსჟ“ დატოვოს.

როგორც კატალონიელი ინსაიდერი ჟერარ რომერო იტყობინება, პარიზული კლუბის ფორვარდს არ სურს ხელშეკრულების გახანგრძლივება, რომელიც ამ სეზონის ბოლოს იწურება.

მესის ამის სურვილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაიფიქრა.

ჯერჯერობით ლეოს გეგმები ცნობილი არ არის, მაგრამ „ბარსელონაში“ დაბრუნება მის გეგმებში ამ ეტაპზე არ შედის.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ლიგა 1-ში 15 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრში“ გადასვლის შემდეგ, ამ გუნდის მთავარი კონკურენტი, „ალ ჰილალი“, მესის დაპატიჟებას აპირებს და მისთვის წლიურად 300 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.