ავტორიზაცია

ბარსელონა აგენტთან რეალის ფეხბურთელის უფასო ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ბარსელონა აგენტთან რეალის ფეხბურთელის უფასო ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 24 იან 2023, 00:14
„ბარსელონა“ მადრიდის „რეალის“ ესპანელი შემტევის, მარკო ასენსიოს ტრანსფერით ინტერესდება.

Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 27 წლის ფეხბურთელის უფასოდ გადაბირების ვარიანტს განიხილავს. ასენსიოს „რეალთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში ეწურება.

ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მისი კლიენტი ბევრ კლუბს შესთავაზა, მათ შორის „ბარსელონასაც“.

„ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა მენდეშთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს და ასენსიო - ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებთაგან, რომელზეც მხარეებს შორის საუბარი შემდგარა.

„რეალი“ ასენსიოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს და ფეხბურთელის თქმით მას გუნდში დარჩენაც სურს, თუმცა კლუბისგან უფრო მეტ სათამაშო დროს, ანუ უფრო მნიშვნელოვან როლს და რაც მთავარია, უფრო დიდ ხელფასსაც ითხოვს, რაზეც მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.