ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლამპარდმა ევერტონი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებლით დატოვა

ოფიციალურად: ლამპარდმა ევერტონი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებლით დატოვა
თარიღი 24 Jan 2023, 00:21
„ევერტონმა“ ფრენკ ლამპარდის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

ლივერპულური გუნდი ლეგენდარულ ექს-ფეხბურთელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის, თუმცა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ინგლისელი მწვრთნელი გუნდში დანიშვნის შემდეგ 44 მატჩი გამართა და 12 გამარჯვება მოიპოვა, 8 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 24-ჯერ დამარცხდა, რაც გამარჯვებების მხოლოდ 28.6%-ს შეადგენს და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შედეგია.

19 ტურის შემდეგ „ევერტონი“ 3 მოგებით, 6 მარცხით და 11 ფრით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.