ავტორიზაცია

მანუელ ნოიერთან ამბების მიტანის გამო, ბაიერნმა გუნდიდან მეკარეების მწვრთნელი გაუშვა

მანუელ ნოიერთან ამბების მიტანის გამო, ბაიერნმა გუნდიდან მეკარეების მწვრთნელი გაუშვა
თარიღი 25 იან 2023, 00:17
„ბაიერნმა“ იულიან ნაგელსმანთან კონფლიქტის გამო მეკარეების მწვრთნელი დაითხოვა.

მიუნხენურმა კლუბმა გუნდიდან ტონი ტაპალოვიჩის წასვლის შესახებ გამოაცხადა. Bild-ის ინფორმაციით, 42 წლის სპეციალისტის გაშვება მთავარ მწვრთნელთან მოუგვარებელი კონფლიქტები გახდა.

მაგალითად, ნაგელსმანი გუნდის მეკარეების ვარჯიშზე პრაქტიკულად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა. ისინი გუნდისგან განცალკევებით მუშაობდნენ და მათ მომზადებაზე პასუხისმგებელი ტაპალოვიჩი იყო.

გარდა ამისა, იულიანს აღელვებდა ის, რომ ტაპალოვიჩს სამწვრთნელო შტაბის შიდა სამზარეულოს ამბები მანუელ ნოიერთან მიჰქონდა, რომელიც თავის მხრივ, ყველაფერს თანაგუნდელებს უზიარებდა.

ცნობისთვის, ტონი „ბაიერნში“ 2011 წლიდან მუშაობდა - ეს ის წელია, როცა მიუნხენში მანუელ ნოიერი მივიდა.