ავტორიზაცია

ბარსელონას და სევილიას ქალთა გუნდები ესპანეთის თასის გათამაშებიდან დისკვალიფიცირებულები არიან

ბარსელონას და სევილიას ქალთა გუნდები ესპანეთის თასის გათამაშებიდან დისკვალიფიცირებულები არიან
თარიღი 25 იან 2023, 00:25
„ბარსელონა“ და „სევილია“ ქალთა ესპანეთის თასიდან გააგდეს.

ესპანეთის ფეხბურთი ფედერაციის სატურნირო მომიტეტმა დაადგინა, რომ მერვედფინალური ეტაპის მატჩებში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელებმა, რომელთაც ამის გაკეთება აკრძალული ჰქონდათ.

„ბარსელონა“ „ოსასუნას“ (9:0) მატჩში მონაწილეობა მიიღო თავდამსხმელმა გეისე ფერეირამ, რომელმაც თავისი წინა გუნდიდან გადმოჰყოლილი დისკვალიფიკაცია არ მოითავა.

„სევილია“ „ვილიარეალის“ მატჩში კი ნაგორე კალდერონმა ითამაშა, რომელსაც ასევე დისკვალიფიკაცია ჰქონდა მოსახდელი.

დედოფლის თასიდან დისკვალიფიკაციის გარდა, „ბარსელონას“ და „სევილიას“ ასევე 1001 ევროს გადახდა მოუწვეთ ჯარიმის გარდა. კლუბების სააპელაციოდ 10 დღე აქვთ, თუმცა როგორც Cope წერს, „სევილია“ ამის გაკეთებას არ აპირებს.